iPhone 5-ი უკვე "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელშია. "ელიტ ელექტრონიქსმა" Apple-ის უახლოესი პროდუქციის პრეზენტაცია დღეს გამართა და როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ნოკა ბაინდურაშვილმა განაცხადა, "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებლებს iPhone 5-ის შეძენა უკვე დღეიდან შეეძლებათ.
"ელიტ ელექტრონიქსმა" მომხმარებელს დღეს iPhone 5-ი წარმოუდგინა, რომლის შეძენაც ჩვენს მაღაზიათა ქსელში უკვე შესაძლებელია.ვფიქრობთ, რომ iPhone 5-ზე მოთხოვნა დიდი იქნება, რადგანაც ქართვეკლი მომხმარებელი მის გამოსვლას სულმოუთქმენლად ელოდებოდა"- განმარტა ბაინდურაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ "ელიტ ელექტრონიქსის" ქსელში iPhone 5-ის ღირებულება 2699,99 ლარია, მაშინ როდესაც მის კონკურენტებთან ახალი სმარტფონის შეძენა მხოლოდ 2777 ლარად არის შესაძლებელი.
როგორც "ელიტ ელექტრონიქსის" წარმომადგენელი ნოკა ბაინდურაშვილი განმარტავს, "ელიტ ელექტრონიქსმა" უკვე გააფორმა სადილერო ხელშელრულება კომპანია Apple-თან, რომლის საფუძველზეც "ელიტ ელექტრონიქსმა" მიიღო ლიცენზია Apple-ის ყველა პროდუქტის რეალიზაციაზე საქართველოში. ნოკა ბაინდურაშვილი აცხადებს, რომ iPhone 5-ს, მის წინამორბედ iPhone 4S-თან შედარებით გაცილებით გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლები აქვს. "როგორც ცნობილია iPhone 5 ზომაში გაზრდილია, თუმც წონით შემცირებულია და ის 112 გრამს იწონის. რაც იმას ნიშნავს რომ ახალი მოდელის წონა მის წინამორბედთან შედარებით 28 გრამითაა შემცირებული. იმავდროულად, შეცვლილია ყურსასმენების ვიზუალური მხარე და ხარისხი. ასევე, ტექნიკური მხარის გარდა ახალ iPhone-ს iOS 6 გააჩნია. რომელიც მოწყობილობაში კიდევ უფრო მეტი აპლიკაციის დაყენების შესაძლებლობას იძლევა"- განაცხადა "ელიტ ელექტრონიქსის" წარმომადგენელმა.
უნდა აღინიშნოს, რომ iPhone 5-ში გამოყენებულია 4 დიუმის ზომის ,,რეტინა" ეკრანი, რომლის რეზოლუციაც 1136 x 640 წერტილია, 326 ppi წერტილთა სიმჭიდროვით.
რაც შეეხება კომუნიკაციის საშუალებებს, თითქმის იგივე აქვს რაც წინა ვერსიებს, დამატებული აქვს მეოთხე თაობის ქსელი LTE, რაც ინტერნეტის მიღების სიჩქარეს 100 მბ/წმ - მდე ზრდის.
იმავდროულად iPhone 5-ში, წინა სმარტფონთან შედარებით, ძირითადი კამერის მახასიათებლებიც თითქმის იგივეა, გაზრდილია FaceTime კამერის რეზოლუცია, რომელიც 1.2 MP - ია და 720p HD ვიდეოს გადაღების შესაძლებლობას იძლევა.
FaceTime - ის განხორციელება მესამე თაობის ინტერნეტითაცაა შესაძლებელი. ასევე შეგვიძლია გადავიღოთ პანორამული ხედები 8 მპ - იანი კამერის საშუალებით
ასევე მნიშვნელოვნად შემცირებულია დამტენის ფორმა წინა ვერსიებთან შედარებით, გამოყენებულია ე.წ ,,Lightning' 30 პინიანი ადაპტერი, რომელზეც სამომავლოდ სხვა Apple - ის მოწყობილობებიც გადავა.