„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა სამუშია ნაძალადევის შტაბში დევნილებს შეხვდა.
ჯაბა სამუშია დევნილების პრობლემებს გაეცნო და მათ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის " წინასაარჩევნო პროგრამის ის ნაწილი გააცნო, რომელიც დევნილთა პრობლემების მოგვარების საკითხს ეხება.
ჯაბა სამუშია განცხადებით აფხაზეთის დაცემიდან 19 წელიწადი გავიდა და ყველაზე მნიშნელოვანია ის, რომ მათ დაკარგეს ყველაფერი, ხოლო ხელისუფლების მხრიდან კი ისევ დევნილებად რჩებიან.
„დღეს საკმაოდ ტრაგიკული თარიღია, რადგან 19 წლის წინ დაეცა სოხუმი და ბუნებრივია ეს თარიღი მთლიანად საქართველოს ისტორიაში შავ ნაწილად არის შესული. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ეხება სწორედ იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომელიც 19 წლის წინ განვითარდა და ბუნებრივია სოხუმის დაცემამ და აფხაზეთდან დევნილმა მოსახლეობის მდგომარეობამ თავიდანვე მიიქცია ჩვენი ყურადრება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში.ჩვენ გვქონდა შეხვედრები დევნილებთან, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ დღევანდელ დღესაც ჩვენი შეხვედრის თემა ეს ყოფილიყო".- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.