"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნია ქვემო ფონიჭალაში მდებარე ბაზარს მოქალაქეებთან ერთად ესტუმრა და საკვები პროდუქტების ფასით დაინტერესდა.
"სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით საარსებო მინიმუმი დაახლოებით 160 ლარია, სინამდვილეში კი აღნიშნული თანხით არათუ ოჯახის, არამედ ერთი ადამიანის სრულფასოვნად გამოკვებაა შეუძლებელი. ერთ სულს არსებული სამომხმარებლო ფასების გათვალისწინებით გამოკვება თვის განმავლობაში მინიმუმ 300-400 ლარი უჯდება და ეს ქვემო ფონიჭალის აგრარულ ბაზარში ფასების გაცნობამაც დაადასტურა"., - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, სახელმწიფოს გადაუდებელი ამოცანა უნდა გახდეს მოქალაქეების ფინანსური ანაზღაურების გაზრდა და საპენსიო უზრუნველყოფის რეალურ საარსებო მინიმუმთან გათანაბრება.