„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა მაგდა ანიკაშვილმა „ლილო მოლში" შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას, მაგდა ანიკაშვილმა მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროგრამა გააცნო და ყურადღება უმუშევრობასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე გაამახვილა.
ანიკაშვილის განცხადებით, უნდა მოხდეს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინილიზაცია და მცირე ბიზნესის გათავისუფლება გადასახადებისგან.
„პარასკევს საღამოს 6 საათზე ყველა სამგორელს ველოდებით ვარკეთილის მეტროსთან იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავირაზმოთ და მივცეთ ხმა „ქრისტიან - დემოკრატიულ" მომავალს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვირჩევთ ჩვენი შვილებისთვის განათლებას, მშობლებისთვის დასაქმებას, რათა დასრულდეს უმუშევრობის ეპოქა ქვეყანაში და რაც მთავარია, დაფასებულ და ღირსეულ ცხოვრებას ჩვენი პენსიონერებისთვის." - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა
მასალის გამოყენების პირობები