დღეიდან გაიხსნა „ლაგუნა ვერესთან" მდებარე ახალი ესტაკადა, რომლის საშუალებით, სატრანსპორტო ნაკადებს შესაძლებლობა აქვთ გმირთა მოედნიდან მოძრაობა გააგრძელონ მარჯვენა სანაპიროზე დიღმის მიმართულებით. (გმირთა მოედნის ესტაკადის სიგრძეა 363 მეტრი).
მარჯვენა სანაპიროს განტვირთვის მიზნით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა, რაც მნიშვნელოვნად გაუმარტივებს თბილისელებს გადაადგილებას.
თბილისის მერიის ინიციატივით, ქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მთელ სიგრძეზე, ხუთ ადგილას, პანდუსები, ხიდები, გვირაბები და ესტაკადები აშენდა.
პროექტის განხორციელებით, მარჯვენა სანაპიროზე არსებული ყველა პრობლემური სატრანსპორტო კვანძი გაიხსნა, აღნიშნულ პერიმეტრზე გაუქმდა შუქნიშნები და სატრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
მიმდინარე თვეში, მარჯვენა სანაპიროზე უკვე დასრულდა ესტაკადების მშენებლობა: ბარათაშვილის ხიდთან, კოსტავას ქუჩაზე, ლაგუნა ვერესთან, რომელიც სანაპიროსა და გმირთა მოედნას ერთმანეთთან აკავშირებს, ასევე გალაქტიონის ხიდთან გვირაბისა და პანდუსების მშენებლობა.