სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს გამთენიისას დაკავებული არიან პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა, წამებასა და გაუპატიურებაში მხილებული 4 პირი.
ესენი არიან: ქუთაისის მე-16 საპყრობილის დირექტორი ზურაბ რუხაია, ამავე საპყრობილის რეჟიმის უფროსი დავით ნარსია, ამავე საპყრობილის მორიგე ინსპექტორები ნიკოლოზ ვახტანგიშვილი და გიორგი გრძელიძე.
აღნიშნული პირები დანაშაულს ჩადიოდნენ ქუთაისის მე-16 საპყრობილის ტერიტორიაზე.
გამოძიების ამ ეტაპზე სულ დაკავებულია 16 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების თავმჯდომარის მოადგილე, ციხის ორი დირექტორი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება ერთი პირი.