,,საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ პოლიტიკოსები, რომელებიც ქადაგებენ, რომ აპირებენ საქართველოში კანონიერი ქურდების დაბრუნებას", _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა გმირთა მემორიალთან სიტყვით გამოსვლისას.
,,საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ქადაგებენ, რომ აპირებენ საქართველოში კანონიერი ქურდების დაბრუნებას, ადამიანები რომელთაც გეგმაში აქვთ აღადგინონ მხედრული დაჯგუფებები. Uუფრო მეტიც საქართველოში არიან ადამიანები, რომელთაც ამბიცია აქვთ იყვნენ პოლიტიკოსები და ერთ სიტყვას არ ამბობენ პუტინზე, ერთ სიტყვას არ ამბობენ რუსეთზე, ერთ სიტყვას არ ამბობენ ოკუპანტებზე და უნდათ მოტყუებით, მოქრთამვით, მოსყიდვით, მოვიდნენ ხელისუფლებში და შებღალონ თითოეული ადამიანის ხსოვნას, რომელთაც თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას", _ განაცხადა მერაბიშვილმა.
პრემიერის განცხადებით, საქართველო კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა ,,შეჭამეს".
"საქართველო შეჭამა კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა, ყაჩაღებმა ბანდიტებმა, მხედრიონმა, ყაჩაღმა პოლიციელებმა. მათ საქართველოს მოსახლეობას სხვა არაფერი დაუტოვეს, თუ არა ან საქართველოდან წასვლა, ან გაჭირვებაში ცხოვრება", _ განაცხადა მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ივანე მერაბიშვილმა სოხუმის დაცემიდან 19 წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვიან ღამით გვირგვინით შეამკო.