მე მინდოდა საქართველოში ყოფილიყო ნორმალური ცხოვრება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანე ერაბიშვილმა გუშინ გმირთა მოედანზე აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი გმირების საფლავების გვირგვინით შემკობის შემდეგ. მისი თქმით, ის კადრები რაც გავრცელდა იყო მისი პირადი შეურაცხყოფა.
"ძალიან მეტკინა გული როდესაც ვნახე ეს კადრები, როდესაც ჯალათები აწამებდნენ ციხეში პატიმრებს. ეს იყო ჩემი პირადი შეურაცხყოფა, იმიტომ რომ მე 7 წელიწადი ვაშენებდი პოლიციის შუშის გამჭვირვალე შენობებს. 7 წელიწადი ჩემი ნამუშევარი ვიღაცეების თვალში წყალში ჩაიყარა, იმიტომ რომ მე მინდოდა საქართველოში ყოფილიყო ნორმალური ცხოვრება. ის ფაქტი რომ საქართველოს მთავრობა და საზოგადოება ასე გამოეხმაურა ამ ფაქტს მეტყველებს იმაზე რომ ჩვენ ძალიან წინ წავედით", - აცხადებს პრემიერი.