ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" ვებგვერდზე (
www.ghn.ge ) ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, გამოკითხვაში მონაწილეთა 72% აპირებს.
არჩევნებში მონაწილეობის მიღება ჯერ არ გადაუწყვეტია გამოკითხვაში მონაწილეთა მხოლოდ - 13%-ს. 15% კი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
გამოკითხვა სააგენტოს ვებგვერდზე 14-27 სექტემბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა - 2123 რესპოდენტმა მიიღო.
ამჟამად სააგენტოს ვებგვერდზე მიმდინარეობს გამოკითხვა - რომელი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში?