გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის ავტორ, საპყრობილის ყოფილ მორიგე ოფიცერ ვლადიმერ ბედუკაძეზე ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
ინტერპოლის ვებგვერდზე ბედუკაძის ფოტო და მისი პირადი მონაცემები დაიდო. ძებნის მიზეზად ინტერპოლს "სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა" აქვს მითითებული.