თურქეთის პოლიციამ ანტალიაში 90 ქართველი არალეგალი დააკავა. მათ შორის 28 ქალია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა მათგანი სამშობლოშია დეპორტირებული. გავრცელებული ინფორმაციით, ანტალიაში ქართველები ერთ-ერთ სათბურში არალეგალურად მუშაობდნენ. სათბურის მფლობელის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.