დღეს, 27 სექტემბერს, 13:00 საათზე, რეჟისორი გოგა ხაინდრავა, გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, მორიგ დაკითხვაზეა დაბარებული.
ხაინდრავა ვეღარ შეძლებს კიევში ვიზიტს, სადაც თავისი ფილმის ჩვენებას უნდა დასწრებოდა. როგორც პირველი დაკითხვიდან გამოსულმა ხაინდრავამ განაცხადა, სწორედ "ამ კინომ გადარია სააკაშვილი". "შარვლიდან არის ამომხტარი. ეს ფილმი არის ნაჩვენები ბრიუსელში, ნიუ-იორკში ლონდონში, უამრავმა პოლიტიკოსმა ნახა", - განაცხადა ხაინდრავამ.
შეგახსენებთ, რომ გოგა ხაინდრავა დაკითხვაზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საფრანგეთიდან მიღებული მასალის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. პროკურატურამ გაავრცელა კადრები, რომელიც ხაინდრავასა და ე.წ. კანონიერი ქურდების შეკრებას ასახავს. კადრები გადაღებულია საფრანგეთში. კადრებში ჩანს ხაინდრავა ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მათ შორის რევაზ ლორთქიფანიძესთან ერთად. საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ინფორმაციით, ხაინდრავა ქურდებთან ერთად საქართველოში დესტაბილიზაციის დაწყების საკითხს განიხილავდა.