დღეს, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას, 16:00 საათზე, სპორტის სასახლიდან მეტეხის ხიდისკენ, 100 000 მოწამის წამების ადგილისკენ, სასულიერო პირებისა და მრევლის მონაწილეობით, მსვლელობა მოეწყობა.
ამ ფორმით მონაწილეები თანადგომას გამოუცხადებენ პატიმრებს და მათ ოჯახებს და დაგმობენ ძალადობას პატიმრებზე. ასევე, მიმართავენ ხელისუფლებას, რომ მსგავსი რამ საპატიმროებში აღარ განხორციელდეს.