"ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ეკა ბესელიას პრესსამსახური "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა დაკავებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ბოლო დღეებია სააკაშვილი და მისი რეჟიმი სრულ აგონიაშია. არჩევნებამდე 4 დღე დარჩა და აშკარაა, რომ ხელისუფლება რამდენიმე პროვოკაციას გეგმავს. უკვე "ქართული ოცნების" 50-ზე მეტი მხარდამჭერი დაიჭირეს. განსაკუთრებით გაძლიერდა აგრესია ჩვენი მხარდამჭერების მიმართ ზუგდიდში "ქართული ოცნების" მაშტაბური აქციის შემდეგ. ხელისუფლება ყოველდღიურად ცდილობს რეგიონებში პროვოკაციების მოწყობას. სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ რეგიონებში ვითარება გაამწვაოს და დაშინებით, არჩევნების გაყალბებით როგორმე ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ ამ ხელისუფლების საქმე უკვე დამთავრებულია", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ მორიგი ტელეშოუები დაიწყო, ავრცელებს რაღაც ჩანაწერებს.
"მოვუწოდებ საზოგადოებას: ყურადღება არ მიაქციოს ამ მდარე ხარისხის და სრულიად უსაფუძვლო ინფორმაციას. რაც შეეხება ფოთს, ჩვენს ცენტრალურ შტაბთან რამდენჯერმე მოვიდნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები. კერძოდ, 24 სექტემბერს, მთელი დღის განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობის წევრების პროვოცირებას ახდენდნენ. ისინი მოძრაობდნენ "ქართული ოცნების" ცენტრალურ შტაბთან და ჩვენი მოძრაობის ახალგაზრდული მოძრაობის წევრებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, თუმცა ახალგაზრდების პროვოკაციაში ჩათრევა მათ ვერ მოახერხეს. ჩვენ გაფრთხილებულები გვყავს ჩვენი აქტივისტები, რომ არ აყვნენ და არ წამოეგონ მსგავს გამოწვევას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელისუფლებას ამ არჩევნებზე საკუთარი სცენარის განხორციელების საშუალება არ მივცეთ", _ განაცხადა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრესსამსახურის განცხდებით, 25 სექტემბერს, დილით, "ქართული ოცნების" აქტივისტებს ფოთში, სამეგრელოს ქუჩაზე მდებარე საარჩევნო შტაბზე ბესელიას სარეკლამო ბანერი დაზიანებული დახვდათ. კერძოდ, ბანერზე წითელი საღებავი იყო შესხმული. შტაბთან, მომართული იყო ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილიც", რომელიც სახლის მეპატრონეს ირაკლი გიგიბერიას დილით აუმოქმედებელ მდგომარეობაში დახვდა. ეს ფაქტი, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
"კიდევ ერთი ბანერი, რომელიც დაზიანებული დაგხვდა, სამეგრელოს ქუჩისა და შავი ზღის ქუჩის ბილბორდია, რომელსაც ორივე მხრიდან შესხმული ჰქონდა ასევე წითელი საღებავი. ეს არის ერთადერთი ბილბორდი, რომელიც ეკა ბესელიას, როგორც მაჟორიტარ კანდიდატს, ფოთში აქვს გაკრული", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შტაბის მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია, რომელმაც შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი, თუმცა ხელმომწერის, პრესსამსახურის წარმომადგენელის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, არ გადაეცა აღნიშნული ოქმის ასლი.
"მოვითხოვთ, გამოძიება ჩატარდეს ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. ორი დღის ვადას ვაძლევთ, კეთილი ინებონ და ორ დღეში მოგვაწოდონ ინფორმაცია, ვინ ჩაიდინა ეს ფაქტი. 26 მაისს უმძიმესი რეპრესიები მოუწყო ხელისუფლებამ ოპოზიციას, მაგრამ მაშინ "მოლოტოვის კოქტეილები" არ აღმოუჩენიათ, მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად ამაზე საუბრობდნენ. დღეს ჩვენ ეს ფაქტი გვაქგს ფოთში ნივთმტკიცების სახით. თუ ამას ესენი არ გამოიძიებენ, ჩვენ გამოვიძიებთ რამდენიმე დღეში, როცა ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვა. სააკაშვილმა კარგად უნდა გაიგოს, რომ მისი რეჟიმი დასრულებულია", _ აღნიშნა ბესელიამ.
ბესელიამ კომენტარი გააკეთა ცესკოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ვიდეოგადაღებას ზღუდავს საარცევნო უბნებზე. ბესელიას თქმით, ცესკოს გადაწყვეტილება უკანონოა. ეს ხელს უშლის არჩევნების გამჭვიდვალედ და საჯაროდ ჩატარებას.
"ხელისუფლების ინტერესებშია, არჩევნების მიმდინარეობა არ გახდეს საჯარო და ცესკოს ეს გადაწყვეტილება სწორედ ამას ემსახურება. საერთაშორისო საზოგადოება. საერტაშორისო საზოგადოება ამას მწვავედ გამოეხმაურება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიამ მოუწოდა მოსამართლეებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების დაკანონებისგან. ბესელიამ საპატიმროში მოინახულა "ქართული ოცნების" დაკავებული მხარდამჭერები - გიზო ცაცუა და გოდერძი შონია, რომლებსაც სასამართლომ 24 სექტემბერს 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ბესელიას თქმით, მათი დაკავება აშკარად უკანონოა. ეს არის პირდაპირი დევნა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისა. მაგრამ ეს პოლიტიკური რეპრესიები დიდხანს არ გაგარძელდება.