უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია სამართალდამცავ ორგანოებს დასჯის მსუბუქი ზომების გამოყენების რეკომენდაციას აძლევს, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ერთმანეთის მისამართით გაკეთებული მკაცრი და აგრესიული გზავნილების მიუხედავად, ეს ძალიან მშვიდობიანი კამპანიაა.
"ბოლო დღეების განმავლობაში შეინიშნება ძალადობრივი ინციდენტების ზრდის შემაშფოთებელი ტენდენცია. ჩვენი მონაცემებით, დაახლოებით 30 ადამიანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. არიან დაჯარიმებულებიც. მინდა მოვუწოდო სამართალდამცავებს, მნიშვნელოვანია ამ ძალადობის გავრცელება არ მოხდეს, მაგრამ სადაც შესაძლებელია გამოყენებული იყოს დასჯის მსუბუქი ფორმები, მაგალითად ჯარიმა", - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ეს არის უწყებათაშორისი კომისიის მკაფიო რეკომენდაცია სამართალდამცავებისადმი.