„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე და მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი გალინა ახსაბაძე წილკნის მოსახლეობას შეხვდნენ.
„ქრისტიან-დემოკრატები" ადგილზე გაეცნენ მოსახლეობის პრობლემებს და მათ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობს" წინასაარჩევნო პროგრამა „ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის" გააცნეს.
შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო, ხელმისაწვდომი განათლების, დასაქმების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სოფლიმეურნეობის პრობლემატურ საკითხებს.
ლევან ვეფხვაძის განცხადებით მოსახლეობას ერთ-ერთ ძირითად პრობლემას კვლავ მაღალი კომუნალური გადასახადები წარმოადგენს.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში ჩვენს შვილებს ექნებათ ხელმისაწვდომი განათლება, მათი მშობლები იქნებიან დასაქმებულები, პენსიონერები კი დაფასებულები და პენსია გახდება 240 ლარი, მე ვფიქრობ, რომ ამ პროგრამის მხარდაჭერა სწორედ ნიშნავს „ქრისტიან დემოკრატების" მხარდაჭერას, მე დარწმუნებული ვარ, რომ პირველ ოქტომბერს ჩვენ ყველა ერთად გავარტყავთ ათიანში"- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ