სტუდენტების მშვიდობიან აქციას ორგანიზაცია "ქართული სპორტის ქომაგები" ქართველ სპორტსმენებთან ერთად შეუერთდა.
"ქართველი მორააგბეები, წყალბურთელები, მოჭიდავეები და ჩვენი ოლიმპიელები - ყველანი გამოვიდნენ და ხმამაღლა დაგმეს ეს ძალადობა, რომელიც ვიხილეთ ტელეეკრანების საშუალებით", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა ბექა ნოზაძემ.
"ორგანიზაცია "ქართული სპორტის ქომაგები" შევუერთდით საპროტესტო მუხტს. სპორტის სამინისტროდან ქართველ სპორტსმენებთან ერთად დავიძარით მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობით. ქართველი მორააგბეები, წყალბურთელები, მოჭიდავეები და ჩვენი ოლიმპიელები - ყველანი გამოვიდნენ და ხმამაღლა დაგმეს ეს ძალადობა, რომელიც ვიხილეთ ტელეეკრანების საშუალებით. ჩვენც, შესაბამისად ქართველ გულშემატკივრებს, არ გვქონდა უფლება, ხმა არ ამოგვეღო ამ უსამართლობის წინააღმდეგ, მშვიდობიანად გადმოვინაცვლეთ კანცელარიასთან და გვინდა ყველამ იცოდეს, რომ ყოველთვის გავაპროტესტებთ იმ უმსგავსობას და იმ უსამართლობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება. აქციებს ჩავატარებთ იქამდე, სანამ არ შესრულდება ჩვენი და რიგითი ადამიანების ის მოთხოვნები, რომელსაც ვითხოვთ. ჩვენი ორგანიზაციის და სტუდენტების მოთხოვნები სრულიად იდენტურია, ამიტომ სიმართლის დასაცავად ბოლომდე მათთან ერთად ვიქნებით", - განაცხადა მან.