"საქართველოს არ უნდა ჰყავდეს მოპიპინე და მოფშვიტინე პრეზიდენტი", - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა დღეს საგარეჯოში განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მსოფლიომ გაიგო იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება.
"არანაირი აზრი არ აქვს ხელისუფლების მცდელობას, კოალიცია "ქართულ ოცნებას" თავისი მიზნების განხორციელებაში ხელი შეუშალოს", - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებაში" ღირსეული ადამიანები არიან გაწევრიანებული.
"საქართველოს მოსახლეობა 1-ელ ოქტომბერს ამას დაამტკიცებს იმით, რომ "ქართულ ოცნებას" დაუჭერს მხარს", - აღნიშნა ივანიშვილმა.
საგარეჯოს ცენტრალურ მოედანზე, სადაც ივანიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა, "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეეები ავტომანქანებით ასიგნალებდნენ და ივანიშვილითვის მოსახლეობასთან შეხვედრაში ხელის შეშალას ცდილობდნენ.