"მინდა ყველა პოლიტიკურ პარტიას ვუთხრა: ჩვენ შიდა მტრად არავის განვიხილავთ. ყველა პარტია უნდა გაერთიანდეს, ყველა აღმსარებლობისა და წარმომავლობის ადამიანი უნდა გაერთიანდეს", _ განაცხადა პრეზიდენტმა გორში მოსახლეობასთან შეხვედრისს.
"არსებობს თემები, რომლიტაც სპეკულირება არ შეიძლება, მაგრამ ერთი რამე ყველამ უნდა ვთქვათ: არ უნდა შევაჩეროთ აღმშენებლობა. უნდა გავაგრძელოთ ის, რაც ყველამ ერთად დავიწყეთ, არ უნდა შევაჩეროთ ჩვენი შვილებისთვის განათლების სისტემის გაუმჯობესება, არ უნდა შევაჩეროთ ახალი საავადმყოფოების მშენებლობა და დაზღვევა, რადგან ეს ყველა ადამინის ინტერესია, რა პოლიტიკური მრწამსისაც არ უნდა იყოს. არ უნდა დავაბრუნოთ "კანონიერი ქურდები" და ორგანიზებული დანაშაული, რადგან ეს ყველაფერი პარტიულ კუთვნილებას სცდება და ხალხი ამას არ დაუშვებს", - განაცხადა პრეზიდენტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო მტერს არასდროს "დაუწვება".
"საქართველო არასოდეს დაუწვება გარე მტერს და მათი ტანკები რამდენიმე კილომეტრში ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის ურყევ ნებას, იყოს თავისუფალი და განვითარდეს", - განაცხადა სააკაშვილმა.