"თურმე, საქართველოს არჩევნები ქურდების "სხოდნიაკისა" და "აბშიაკის" მიერ უნდა გადაწყდეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გორში ადგილობრივებთან შეხვედრისას.
"იმის გამო, რომ რამდენიმე ნაძირალა და სადისტი, რომლიც სჩადიოდა იმას, რასაც სჩადიოდა, ამით გადავფაროთ და აღარ გვქონდეს ხვალინდელი დღე და საქართველოს არჩევნები გადაწყდეს არა ხალხის მიერ, არამედ ქურდების "სხადნიაკის" და "აბშიაკის" მიერ?!" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გორის ცენტრალურ მოედანზე მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.