სტუდენტებმა მთავრობის კანცელარიაში საპროტესტო მიმართვა წარადგინეს. როგორც განცხადების კანცელარიაში შეტანამდე აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი მოითხოვენ პატიმრების წამების ფაქტებთან დაკავშირებით ყველა დამნაშავე პირი დაისაჯოს.
მათი თქმით, ასევე უნდა მოხდეს პატიმრების უფლებების დაცვა და მათთვის ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფა.
სტუდენტები ითხოვენ პირველი ოქტომბრის არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდეს და არ გაყალბდეს.
სტუდენტებმა კანცელარიაში განცხადების წარდგენამდე ხელისუფლებისადმი მიმართვას ხელი მოაწერეს.