"ეკა ზღულაძის პირველი ნაბიჯები თუ ესაა, მაშინ ამას პოლიტიკური ოროსნობაც არ ჰქვია. ეს არის პოლიტიკური ნულოსნობა", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა შსს-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერების კომენტირებისას.
მისი განცხადებით, შსს-ს კვლავ ბაჩო ახალია განაგებს და ზღულაძე მისი პაიკია.
"როგორ შეიძლება, შსს ავრცელებდეს ასეთ უტიფარ, ტექნიკურშეცდომიან ტვინგადაბრუნებულ განცხადებებს. ზღულაძე იყო, არის და იქნება ახალაიას პაიკი. დღეს სისტემას ისევ ახალია მართავს. შეიძლება შსს-მ ხვალაც გამოაქვეყნოს მასალები და გაირკვეს, რომ უფრო მეტი აგენტი გვყავს, მაგრამ ესენი არჩევნებს ვერ ჩაშლის", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილის განცხადებით, ხელისულებიდან "ნაციონალური მოძრაობის" წასვლა ქართველ ხალხს სურს.
"ხელისუფლება ნუ დააპირებს წასვლას, მთავრია მისი წასვლა ქართველმა ხალხმა მოინდომოს. ედუარდ შევარდნაძეც არ აპირებდა წასვლას, მაგრამ მანაც და ბატონმა ასლანმაც დაამთავრეს მოღვაწეობა", - განაცხადა ბერძენიშვილმა.