"მიხეილ სააკაშვილს გაეროში ნულოვანი გამოსვლა ჰქონდა. სააკაშვილმა გაეროში მხოლოდ ჰაერი შეარხია", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა პრეზიდენტის გაეროში სტუმრობის კომენტირებისას.
"მას არაფერი უთქვამს არც იმაზე, რა ხდება ქვეყანაში, ან რა მოხდება. არაფრის აზრზე არ არის აბსოლუტურად, სხვა პლანეტაზე ცხოვრობს. ამიტომ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას დარბაზში სამი კაცი იჯდა. მიხეილ სააკაშვილი, მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და მოადგილეს უკითხავდა "მიშას ზღაპრებს", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გაეროს 67-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.