" ირაკლი ალასანიამ გაეროში პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს უკვე არავინ სერიოზულად არ აღიქვავს.
"ის გამოვიდა ცარიელ დარბაზში. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ჩემი ოპონენტია, მე გული მტკივა, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს ესე არასერიოზულად და ეჭვის თვალით უყურებს მთელი სამყარო, მაგრამ ეს დიდ ხანს არ გაგრძელდება, ძალიან მალე ხელისუფლება შეიცვლება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ სერიოზული შრომისთვის, იმიტომ რომ ხაზინა გვხვდება გაძარცვული, საგარეო პოლიტიკა ჩავარდნილი და გვხვდება დანგრეული მართლმსაჯულების სისტემა. მინიმუმ ერთი წელი მაინც დაგვჭირდება, რომ ფეხზე წამოვაყენოთ ქართული ეკონომიკა და დავიწყოთ სამართლებრივი სახელმწიფოს შენება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.