ირაკლი ალასანიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს "ფარულ ჩანაწერებზე" კომენტარი გააკეთა.
"ეს არის სისულელე და სრული ფაბრიკაცია. მინდა ყველამ კარგად გაიგოთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სააკაშვილი უგულავა, მერაბიშვილი და კუდის თანამშრომლები ჩამოსხდნენ და მასალები რაც უკანონოდ ჩაწერილი ჰქონდათ დაამონტაჟეს. ამაზე მეტი ვერაფერი მოიფიქრეს. დამთავრებულია მათი საქმე, პირველ ოქტომბერს გაფორმდება ხალხის ნება. ყველა ეს საქმე, უკანონო თვალთვალის, უკანონო ჩაწერების იქნება გამოძიებული და ჩემს მიერ ჩამოთვლილი პირები წარსდგებიან სასამართლოს წინაშე და დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა"., - აცხადებს ალასანია.
მასალის გამოყენების პირობები