ლევან რევიშვილი რომელიც შინაგან სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალაში "კრიმინალურ ავტორიტეტად" არის მოხსენიებული, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორია, - ეს ინორმაცია ტელეკოიანია "მაესტრომ" გაავრცელა.
ლევან რევიშვილი დღეს გამოქვეყნებულ სატელეფონი საუბრებში რამდენიმე ე.წ. კანონიერ ქურდთან საუბრობს და მოძრაობა "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მობიზების ორგანიზებას ახდენს.
რევიშვილის მეზობლები აცხადებენ, რომ მისი კრიმინალური საქმიანობის შესახებ მათთვის ცნობილი არაფერია, თუმცა მათივე განცხადებით ლევან რევიშვილიც და მისი ძმაც აქტიურად არიან ჩაბმული პარტია "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობაში. მეზობლებისავე განცხადებით, რევიშვილი წელსაც, წინასაარჩევნოდ პარტია "ნაციონალური მოძრაობისათვის" აქტიურად მუშაობს.