შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით შესწორებას აკეთებს.
"ჩვენს მიერ, დღეს, გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გაიპარა ტექნიკური შეცდომა. ადამიანი, რომელიც საუბრობს დათო ხიზანიშვილთან არის არა გიორგი უგულავა, არამედ გივი ბლიაძე. გიგზავნით ბლიაძის ფოტოს და გთხოვთ შეასწოროთ თქვენს ინფორმაციებშიც აღნიშნული ხარვეზი", - იტყობინება შსს.