„დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს შეხვდა
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს მგდომარეობას, გავრცელებულ პატიმართა წამების ამსახლველ ვიდეოკარდებსა და ამით გამოწვეულ ახალგაზრდობის აქტიურობას და საპროტესტო აქციებს, ასევე საპატიმროებში მსჯავრდებულთა დღევანდელ მდგომარეობას.
როგორც შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, მისთვის ისევე როგორც ყველა მართლმადიდებელისათვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი უწმინდესობასთან საუბარი. მისი თქმით პატრიარქი ძალიან განიცდის არსებულ ვითარებას და აღნიშნავს, რომ 1-ლი ოქტომბერი გადამწყვეტ როლს ითამაშებს ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის.
მასალის გამოყენების პირობები