"ეს არის ფაბრიკაცია", ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე, დღეს შსს-ს მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, სადაც ის ედუარდ შევარდნაძის მთავრობის უშიშროების მინისტრს, ვალერი ხაბურძანიას ესაუბრება და ერთგვარ გარიგებას სთავაზობს.
"ეს არის ფაბრიკაცია. მე ქუდებთან საერთოდ ცხოვრებაში ურთიერთობა არ მქონია, აბსოლიტურად სხვა გარემოში გავიზარდე. ეს არის ფაბრიკაცია სააკაშვილის ხელისუფლების, თანამედროვე ტექნოლოგიები მოგეხსენებათ როგორიცაა, ნებისმერი ადამიანის ხმა შეიძლება დააფიქსირო. მე პირადად არც მომისმენია, რადგან გზაში ვარ"- აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.
ჩანაწერის მიხედვით, მათი გარიგების მიხედვით, გუბაზ სანიკიძე ვალერი ხაბურძანიას სთხოვს რუსეთში, ციხიდან ერთ-ერთი კანონიერი ქურდის გამოშვებას და ამის სანაცვლოდ სთავაზობს მას ფულად ანაზღაურებას.