მე მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს ხალხი, ახლად დაპატიმრებულები უნდა გამოუშვან, - განაცხადა 25 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიისა და სხვა სასწავლებლის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე.
"არიან უკვე ახალი პატიმრები, აპატიმრებენ ვინც აქტიურად ლაპარაკობს ამის შესახებ და მე მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს ხალხი, ახლად დაპატიმრებულები უნდა გამოუშვან, იმიტომ, რომ ეს ქმნის ახალ ტალღას, წინააღმდეგობას, მტრობას და ასევე ავადმყოფები'', - ბრძანა პატრიარქმა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი ვერა გრძნობს ამ ცოდვების სიმძიმეს და იმართლებს თავს და პირიქით, ისეთი შემთხვევაც კი არის, რომ ამბობენ არჩევნები გაივლის და მერე ჩვენ გიჩვენებთ რასაც გავაკეთებთ.