მე არაერთხელ გავაფრთხილე ქალბატონი კალმახელიძე, რომ დედობა გაუწიე-მეთქი პატიმრებს, პატიმრებს ნუ აწამებთ-მეთქი, - განაცხადა 25 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიისა და სხვა სასწავლებლის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე.
,,ამას ამბობენ, რომ იმართლებენ თავს ვინც ამას აკეთებს, ვინც სტანჯავს, ვინც აწამებს, რომ ისინი მკვლელებია, ისინი ცუდის გამკეთებლებია. მე არაერთხელ გავაფრთხილე ქალბატონი კალმახელიძე, რომ დედობა გაუწიე-მეთქი პატიმრებს, პატიმრებს ნუ აწამებთ-მეთქი. ასევე სხვა თანამშრომლებს ვაფრთხილებდი, მაგრამ, ალბათ, ეს არ იყო საკმარისი და ისინი მაინც აგრძელებდნენ და აგრძელებენ აი ამ საშინელებას", - ბრძანა პატრიარქმა.