,,შსს კრიმინალებით დაკომპლექტებული თავად არის", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ ჩრდილელმა შსს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო-მასალის კომენტირებისას.
,,შსს თავად არის კრიმინალებით დაკომპლექტებული. კერძოდ, სამტრედიის პოლიციის უფროსი თვითონ არის კრიმინალი. მოგეხსენებათ, რომ შსს სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ზვიად ობოლაძემ იარაღი გადატენა და ჩვენს აქტივისტ შუიბლზე მიადო", _ განაცხადა ჩრდილელმა.
მისივე განცხადებით, კახი კალაძეს ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობა არ აქვს.
"კალაძის და ვინმე შუშანაშვილის ურთიერთობას რაც შეეხება ასეთი შეხვედრა ბუნებაში არ არსებობს. საერთოდ შუშანაშვილი ვინ არის გაგებაში არ ვარ და კახა კალაძემ რატომ უნდა იცოდეს. შუშანაშვილებს, ონიანებს თავად მიხეილ სააკაშვილი და ივანე მერაბიშვილი კარგად იცნობენ. კახი კალაძე პატიოსანი ადამიანია და თავის კარიერასაც პატიოსნად გააგრძელებს", _ განაცხადა ჩრდილელმა.
მისივე განცხადებით შსს კალაძის დისკრედიტაცია სურს.
,,შსს წლების განმავლობაში ცდილობს კალაძის დისკრედიტირებას. მათადა, სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქართული ოცნების" დეუტატობის კანდიდატმა ოთარ ჩრდილელმა.
ჩრდილელის განცხადებით ეკა ზღულაძე მიხეილ სააკაშვილის მონაა.