შსს მორიგ ჩანაწერებს აქვეყნებს, რომელიც ქართველი პოლიტიკოსებისა და ე.წ. "კანონიერი" ქურდების" საუბარს ეხება. როგორც შსს-ში განმარტავენ, სამართალდამცავებმა 23 სექტემბერს თბილისში "კანონიერი ქურდი" დავით ხიზანიშვილი დააკავეს, რომელიც ლაშა შუშანაშვილის დავალებით მოქმედებდა და მის მიზანს წარმოადგენდა დანაშაულებრივი დაჯგუფების მეშვეობით ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა ამომრჩეველზე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ.
შსს მეორე ჩანაწერსაც აქვეყნებს, სადაც "ქართული ოცნების" სიის პირველ ნომერს კახი კალაძე ფიგურირებს. სამინისტროს ინფორმაციით, არსებული ჩანაწერებით დგინდება კალაძის ახლო კავშირები უცხოეთში მყოფ 8 ქართველ კანონიერ ქურდთან.
მესამე ჩანაწერში, კი რომელიც დღეს შსს-მ დღეს გამოაქვეყნა, "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატ გუბაზ სანიკიძე ფიგურირებს, რომელიც ედუარდ შევარდნაძის დროინდელ უშიშროების მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას ესაუბრება. სანიკიძე ხაბურძანიას ერთ-ერთი "კანონიერი ქურდის" ციხიდან გამოშვებას სთხოვს და სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას სთავაზობს.