,,ბოლო სამი დღის განმავლობაში სიტუაცია აბსოლუტურად გადატყდა", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გურჯაანის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.
,,ბოლო სამი დღის განმავლობაში სიტუაცია აბსოლუტურად გადატყდა. ბოლო მონაცემებით რვა კაციდან მხოლოდ ერთი უჭერს მიხეილ სააკაშვილს მხარს დანარჩენი ,,ქართულ ოცნების" მხარესაა. არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა, დინჯად კახურად მოვიქცეთ მივიდეთ არჩევნებამდე და არჩევნებით გავისტუმროთ მოძალადე და უღირსი ხელისუფლება", _ განაცხადა ივანიშვილმა გურჯაანის მოსახლეობასთან შეხვედრისას.