დღეს, 15:00 საათზე, ძალადობის წინააღმდეგ აქციას ქართველი სპორტსმენებიც მოაწყობენ. ფესიბუკზე "ქართული სპორტის ქომაგების" გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები ფეხბურთის ფედერაციასთან, რაგბის კავშირთან, კალათბურთის აკადემიასთან, ფალავანთა კლუბთან და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეიკრიბებიან, რის შემდეგაც გაიმართება სიმბოლური 10 კილომეტრიანი მსვლელობა.
"მოვუწოდებთ მთლიანად სპორტის სამყაროს გაერთიანებისკენ, რათა დავგმოთ ეს ვანდალური ფაქტი!", - აღნიშნულია "ქართული სპორტის ქომაგების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.