ნიუ-იორკში მცხოვრებმა 100-მდე ქართველმა გაეროს შტაბ-ბინასთან,სადაც მიხეილ სააკაშვილი 67-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოდიოდა, აქცია მოაწყო.
აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღება მიაპყროს საქართველოში პატრიმართა წამებისა და პატივის შელახსვის ფაქტებს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვახტანგ გომელაურის გაანცხადებით, შეუძლებელია საღად მოაზროვნმე ქართველი მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ არ იყოს.
"ჩვენ მოვითხოვთ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას იმ საშინელი ფაქტებისადმი, რომელიც მთელმა მსოფლიომ იხილა", - განაცხადა გომელაურმა.
აქციის მონაწილეებმა მიმართეს აშშ-ის მთავრობას შეწყვიტიოს სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მხარდაჭერა.
მათვე მოუწოდეს გაეროს ადეკვატური რეაგირება მოახდინოს საქართველოში ადამიანის, პატიმრების უფლებების დაცვის საკითხებზე.
უცხოეთის ქართული დიასპორა ბოლო დღეების განმავლობაში პერმამენტულად მართავს საპოტესტო აქციებს. დღეს ანალოგიური აქცია" სისტემა კლავს" სტრასბურგში გაიმართება.