საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის მოწოდებული მასალების საფუძველზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება.
"ამ საქმესთან დაკავშირებით დღეს სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელდა გიორგი ხაინდრავას პირველადი დაკითხვა. საქართველოს მთავარი პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ზემოთ აღნიშნული მასალების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას. გიორგი ხაინდრავას შემდგომი დაკითხვა 27 სექტემბერს შედგება", - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.