რეჟისორი გოგა ხაინდრავა მორიგ დაკითხვაზე დაბარებულია 27 სექტემბერს 13:00 საათზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გოგა ხაინდრავას ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა.
დაკითხვაზე ვაკის პოლიციის განყოფილებაში გოგა ხაინდრავას დღეს დაიბარეს. 3-საათიანი დაკითხვის შემდეგ ხაინდრავამ პოლიციის შენობა დატოვა.
როგორც დაკითხვის შემდეგ ხაინდრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკითხვა წყნარ ვითარებაში მიმდინარეობდა.
"მათ აინტერესებდათ ჩემი კავშირი რეზო ლორთქიფანიძეთან", - განაცხადა ხაინდარავამ და აღნიშნა, რომ მას არასოდეს დაუმალავს, რომ ლორთქიფანიძეს არის მისი ბავშვობის მეგობარი.
შეგახსენებთ, რომ გოგა ხაინდრავა დაკითხვაზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საფრანგეთიდან მიღებული მასალების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. პროკურატურამ გაავრცელა კადრები, რომელიც ხაინდრავასა და ე.წ. კანონიერი ქურდების შეკრებას ასახავს. კადრები გადაღებულია საფრანგეთში. კადრებში ჩანს ხაინდრავა ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მათ შორის რევაზ ლორთქიფანიძესთან ერთად.
საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ინფორმაციით, ხაინდრავა, ქურდებთან ერთად საქართველოში დესტაბილიზაციის დაწყების საკითხს განიხილავდა.