გოგა ხაინდრავას დაკითხავა დასრულდა და მან პოლიციის შენობა დატოვა. მისი თქმით, დაკითხვა წყნარ ვითარებაში მიმდინარეობდა.
"მათ აინტერესებდათ ჩემი კავშირი რევაზ ლორთქიფანიძეთან", - განაცხადა ხაინდარავამ და აღნიშნა, რომ მას არასოდეს დაუმალავს, რომ ლორთქიფანიძეს არის მისი ბავშვობის მეგობარი.
შეგახსენებთ, რომ გოგა ხაინდრავა დაკითხვაზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საფრანგეთიდან მიღებული მასალების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.
პროკურატურამ გაავრცელა კადრები, რომელიც ხაინდრავასა და ე.წ. კანონიერი ქურდების შეკრებას ასახავს. კადრები გადაღებულია საფრანგეთში. კადრებში ჩანს ხაინდრავა ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მათ შორის რევაზ ლორთქიფანიძესთან ერთად.
საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ინფორმაციით, ხაინდრავა, ქურდებთან ერთად საქართველოში დესტაბილიზაციის დაწყების საკითხს განიხილავდა.