"ქართველმა ხალხმა იცის თავისუფლების ფასი. მაგრამ ისინი მაინც ფიქრობენ, რომ ეს თავისუფლება ამ ყველაფრად ღირს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს 67-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, თავისუფლებასთან ერთად მოდის ის განვითარება და ნამდვილი სტაბილურობა და ნამდვილი მშვიდობა, სადაც საზოგადოება, თავისუფალი ადამიამნები მშვიდობიანად ურთიერთობენ ერთმანეთში.
"ეს ვრცელდება სხვა საზოგადოებზეც, აღმოსავლეთ ევროპაზე, სამხრეთ კავკასიაზე, ადამიანებზე, რომლებმაც ერთმანეთს ხელი უნდა ჩაჭიდონ და ერთად უნდა გაავრცელონ ეს გზავნილი- დემოკრატიის გამჭირვალობის და პასუხისმგებლობის. თავისუფლება ეს არის ფუნდამენტური ღირებულება, რომელსაც ჩვენც ვიცავთ, ჩვენი გადარჩენის ისტორიამ ამაში დაგვარწმუნა. ჩვენ ვისწავლით მსოფლიოსგან მაგრამ შეგვიძლია, რომ ჩვენც ვასწავლოთ, რომ კორუფცია, შიში და ზალადობა არ არის კულტურტული და არც ისტორიული. მისი ადგილი არ არის საზოგადოებაში, რომელიც უკვე გაიზარდა. პლურალიზნი და თავისუფალი დებატები არის რაც ჩვენ გვაძლიერებს. არ არის შესაძლებელი ინდივიდუალური უფლებების შეზღუდვით მოიპოვო თავისუფლება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველა კულტურაში, ყველა საზოგადოებაში მსოფლიოს ყველა ნაწილში, ადამიანები მოითხოვენ უფლებას რომ განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.
"ეს ფუნდამენტური კონტრაქტი არ არის ისე მარტივი მისაღწევი. შეუთანხმებლობის გარეშე და სხვადასხვა რყევების გარეშე არაფერი მიიღწევა. მმართველი პარტიებისთვის, ხშირად ის რაც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს, აუცილებელია სახელმწიფოსთვის, რომ ყველამ პატივი სცეს ამ ფუნდამენტურ პრინციპებს. ძალადობა არასოდეს არ იქნება ლეგიტიმიზებული და უმრავლესობის ნება ყოველთვის უნდა აღსრულდეს. იარაღი, შანტაჟი, და სხვა მსგავსი ღონისძიებები არასოდეს არ იქნება უმრავლესობის სურვილი. ჩვენი პასუხი ამ საფრთხეებზე არის პლურალიზმის კიდევ უფრო გავრცელება. კანონის პატივისცემის კიდევ უფრო გავრცელება. არც კი შემიძლია გითხრათ, როგორი რთულია ეს პროცესი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამისი ალტერნატივა არ არსებობს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, - " ბატონებო და ქალბატონებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი იმედი. რამდენიმე დღეში საქართველოს მოსახლეობა ერთად გადაწყვეტეს თავიანთ მომავალს. ისინი გადაწყვიტავენ როგორი მომავალი ექნება ქვეყანას, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. მთავარი რაც იქნება დადასტურებული საქართველო არასდროს დაბრუნდება უკან, და მას ვერ ჩაითრევენ უკან ვერანაირი ბინძური ფულით ჩრდილოეთიდან, ვერანაირი სამხედრო ჩარევებით, მსხვილმასშტაბიანი პროვოკაციებით თუ პარტიზანული შეტევებით - ეს არ გამოვა. ევროკავშირის კვლევების მიხედვით ჩვენ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ. და ძლიერი სახელისუფლებო ინსტიტუტების მნიშვნელობას ვერ დავაკნინებთ. ჩვენ დავადასტურებთ რომ კარგი საქმის საკეთებლად ვართ მოსულები. ჩვენი მოსახლეობა არ დაუშვებს იმას, რომ დაინგრეს ჩემი ერის სურვილი. ეს ხშირად სხვადასხვა საფრთხეებს წარმოადგენს სხვა და სხვა მთავრობებისთვის, მაგრამ არსებობს მიზანი რატომაც არ უნდა გარისკო. ჩვენ აუცილებლად უნდა გვჯეროდეს ჩვენი მოქალაქეების. მე დავიცავ ყველა იმ ინსტიტუციას, რომელიც მხარს უჭერენ და აძლიერებენ ჩვენს არჩევანს ვიყოთ ღია და თავისუფლები", - განაცხარა სააკაშვილმა.