ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკარდო მილიორიმ 1-ელ ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციის წარმომადგენლების და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა.
„მაშინ როდესაც საქართველოში მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება, ძალიან შეშფოთებული ვარ მედიით და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ოპოზიციის აქტივისტების დაკავებების ფაქტებით", - ნათქვამია 25 სექტემბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.
„მე კარგად მესმის ამ არჩევნების მნიშვნელობა და იმედი მაქვს, რომ კამპანიის დარჩენილ პერიოდში და მის შემდეგაც სიმშვიდე შენარჩუნდება. მოვუწოდებ ყველა მონაწილეს მის უზრუნველყოფას", - აცხადებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.
„დაპატიმრებები და ბრალდებები, რომლის შედეგადაც პოლიტიკური აქტივისტები არჩევნების პერიოდში თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. არჩევნები დიდი დიალოგის შესაძლებლობაა და ეს ურთიერთპატივისცემით უნდა წარიმართოს. მოვუწოდებ ხელისუფლებას თავშეკავება გამოიჩინოს განსაკუთრებით ამ მგრძნობიარე დროს. ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება არათანაბარი ვითარება შექმნას, სერიოზული შეშფოთების საგანი გახდება", - აცხადებს მილიორი.