20-მდე სასულიერო სასულიერო პირის მონაწილეობით სიონის ტაძრის მიმართულებით მსვლელობა მიმდინარეობს. მანიფესტაცია მიმდინარეობს საკმევლის კმევითა და წყლის კურთხევით, საეკლესიო ბაირაღებით. ისმის გალობა და შეძახილები "გაუმარჯოს საქართველოს".
ამ აქციით, ისინი გმობენ პატიმრებზე ძალადობას და ხელთ აქვთ პლაკატები, წარწერით "არ აწამო!, იწამე ადამიანი!".
მანიფესტაციაში მონაწილეობენ ასევე საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" წევრები, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტები. მანიფეტანტებს გზადაგზა მოსახლეობა უერთდება.
მანიფესტაცია სიონთან დასრულდება და აქციის მონაწილეები სიონაში გადაინაცვლებენ, სადაც პარაკლისს თავად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გადაიხდის.