იუსტიციის სახლთან ახალგაზრდებმა შიმშილობა შეწყვიტეს. კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა უჩა კანდელაკის განცხადებით, მოშიმშილეები უფრო აქტიურ ქმედებებზე გადასვლას გეგმავენ.
"ჩვენ შიმშილობას ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. გასული დღეების განმავლობაში დააკავეს კოალიციის 250-300 მხარდამჭერი, ამით მოხდა მათი პოლიტიკური ცხოვრებისგან განეიტრალება, ამიტომ საჭირო გახდა ჩვენგან უფრო აქტიურ ქმედებებზე გადასვლა. ვუერთდებით აქციებს და ახალგაზრდულ მოძრაობებს", - განაცხადა უჩა კანდელაკმა.
ახალგაზრდებთან ერთად შიმშიოლობა შეწყვიტა მწერალმა ირაკლი ლომოურმაც, რომელიც იუსტიციის სახლთან 22 სექტემბრიდან შიმშილობდა.