ავტორიტარული რეჟიმის თვისებაა ის, რომ ყველაფერი აკონტროლოს. ამის შესახებ სტუდია ნიუგრუპის გადაცემა "
ღია სტუდიაში " ყოფილმა სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალგაზრდების კონტროლის მთავარი მექანიზმი იყო "ე.წ. დაქირავებუული თვითმმართველობები, რომელთა აგრესიის შემსწრე არაერთხელ ვყოფილვართ, თუ როგორ ატერორებდნენ ისინი თანატოლებს".
დევდარიანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ახალგაზრდების ერთ ჯგუფს აკონტროლებდა მათთვის გამოყოფილი მილიონების საშუალებით, ხოლო მეორე - მისთვის არასასურველ ჯგუფს რიყავდა.
"ახალგაზრდების ერთი ნაწილი ახერხებდა, რომ არ ყოფილიყო ინტეგრირებული მისთვის მიუღებელ თვითმმართველობაში, მაგრამ არც კონფრონტაციაში შესულიყო. დღეს ეს ზღვარი გადალახულია - შენ ხარ ან იქ, ან აქ. ან ხარ ჯალათების გვერდით, იმიტომ, რომ 5-იანი უკვე ჯალათების რიცხვია, ან შენ ხარ დანარჩენი საქართველოს გვერდით", - განაცხადა დევდარიანმა.
დევდარინმა აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია "ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა", და როდესაც იგი საუბრობს "ჯალათებზე", გულისხმობს კონკრეტულ პირებს.
"მე როცა ვამბობ, რომ 5-იანის გვერდით დგომა არის ჯალათების გვერდით დგომა, სრულიად კონკრეტულ ადამიანებს ვგიულისხმობ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით და შემდეგ მოდის აღმასრულებელი ხელისუფლეების ყველა ხელმძღვანელი, მათი ხელქვეითები და იმათი ხელქვეითები კიდევ", - განაცხადა დევდარიანმა.