საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საფრანგეთიდან მიღებული მასალების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო ორგანოში დაკითხვის მიზნით დაბარებულია გიორგი ხაინდრავა".
პროკურატურამ გაავრცელა კადრები, რომელიც ხაინდრავასა და ე.წ. კანონიერი ქურდების შეკრებას ასახავს. კადრები გადაღებულია საფრანგეთში. კადრებში ჩანს ხაინდრავა ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მათ შორის რევაზ ლორთქიფანიძესთან ერთად.
საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ინფორმაციით, ხაინდრავა, ქურდებთან ერთად საქართველოში დესტაბილიზაციის დაწყების საკითხს განიხილავდა.