დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2012 წლის იანვარ-აგვისტოში 2067 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2011 წლის იანვარ-აგვისტოთან შედარებით 9 პროცენტით მეტი), აქედან ექსპორტმა 787 მლნ. აშშ დოლარს (18 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა - 1280 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (4 პროცენტით მეტი).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 31 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 51 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი. (2011 წელს - შესაბამისად 33, 49 და 28 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 14 პროცენტი (2011 წლის იანვარ-აგვისტოში - 19 პროცენტი). 2012 წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნულ ქვეყნებთან უარყოფითი სავაჭრო სალდო 13 პროცენტით შემცირდა.
იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6649 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია. "საქსტატის" ინფორმაციით, საგარეო ვაჭრობაში ექსპორტმა 1552 მლნ. აშშ დოლარი შეადგენა (13 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა - 5096 მლნ. აშშ დოლარი(16 პროცენტით მეტი).
სტატისტიკის ეროვნული უწყების ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-აგვისტოში 3544 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.