"ქართული ოცნების" რუსთავის ახალგაზრდულ ორგანიზაციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის უკვე ყოფილი წევრი დავით ჩიხრაძე შეუერთდა.
როგორც ჩიხრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, "ნაციონალურ მოძრაობაში"ერთი თვის წინ გაწევრიანდა, ხოლო ბოლო დღეებში განვითარებული პროცესების გამო პარტია დატოვა.