"დღევანდელი სამუშაო ჯგუფის მიზანია ორგანიზაციების გაერთიანება მოხდეს სადაც იქნება 10-მდე სხვა და სხვა სტუდენტური ორგანიზაცია. ისინი ერთობლივ სამუშაო გეგმას შეიმუშავებენ საპროტესტო აქციების წარმართვაზე და ასევე წინასაარჩევნო დაკვირვების მექანიზმზე", - აცხადებს სტუდენტური გაერთიანების მოდერატორი სერგო ბარამიძე.
მისივე თქმით, მათი მიზანია, რომ ყველაფერი იყოს ლეგალურ ჩარჩოში.
"ჩვენი სამუშაო ჯგუფი არის აბსოლუტურად არაპარტიული და მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, ჩვენი მიზანია განვუცხადოთ ნებისმიერ ხელისუფლებას ვინც არის და ვინც იქნება არჩევნების შემდეგ, რომ ჩვენ ყოველთვის დავაკვირდები მათ ქმედებებს - ეს არის ძირითადი მესიჯი", - აცხადებს ბარამიძე და ასევე აღნიშნავს, რომ დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, გავრცელდება ინფორმაცია სტუდენტების პრესკონფერენციის გამართვის შესახებ, რომელზეც სრუდენტების მომავალი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრებენ.
"დღეს ჩვენი სამუშაო შეხვედრის შემდგომ, რომელიც დაახლოებით 1-2 საათში დასრულდება დავაანონსებთ როდი იქნება პრესკონფერენცია და იქ გაგაცნობთ ზუსტად ვინ იქნებიან ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები და ზუსტად კონკრეტულ გეგმებზე გეტყვით თუ როგორ ვიმოქმედებთ შემდგომში. ამ შემთხვევაში ყველა სრუდენტურ ჯგუფს შეუძლია აქცია გამართოს ინდივიდუალარაც, რომ არეულობა არ იყოს. ასევე ჩვენი მიზანია თითეული აქცია ჩავატაროთ ყოველგვარი წესრიგის დაცვით",- აცხადებს ბარამიძე.
ამასთან ერთად, სტდენტები ასევე მიმართავენ ყველა სამართალდამცავ სტრუქტურას და აცხადებენ, რომ ეს იქნება მშვიდობიანი აქციები.
"პირიქით ჩვებ მოვითხოვთ მათგან, რომ მათ დაიცვან ეს სტუდენტური ღონისძიებები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თითოეული სამართალდამცავი ჩვენს გვერდით დადგება', _ აცხადებს სერგო ბარამიძე.