1-ელ სექტემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, დაზღვევის ახალი სისტემა მოქმედებს. საქართველოს მთავრობის ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, დაზღვეულია: 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვები, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალები, 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცები (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდები და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.
ახალი სადაზრვევო პროგრმის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ, საქართველოში დამატებით მილიონი ადამიანი, ხოლო თბილისში 250 000 თბილისელია დაზღვეული.
1 სექტემბრიდან, დღემდე ქალაქის მასშტაბით, არსებულ პირველადი ჯანდაცვის ობიექტებს 72 821 თბილისელმა მიმართა, მათგან 53 671 ადამიანმა საჭირო სამედიცინო მომსახურება უკვე მიიღო.
თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს ვაზისუბანში მდებარე პირველადი ჯანდაცვის ობიექტში დაზღვეულებსა და ექიმებს გაესაუბრა. გიგი უგულავამ ექიმებისა და პაციენტებისგან პირადად მოისმინა, თუ რამდენად გამართულად მოქმედებს დაზღვევის ახალი სისტემა და რამდენად მზად არის სამედიცინო სექტორი, თბილისელებს კვალიფიციური და ეფექტური მომსახურება გაუწიოს.