ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი რამაზ ნოზაძე საკუთარ მხარდაჭერას ,,ქართულ ოცნებას" უცხადებს.
მისი განცხადებით, იგი აპოლიტიკური ადამიანი იყო, თუმცა ქვეყანაში გამეფებულმა ძალადობის პოლიტიკამ აიძულა „ქართული ოცნების" გვერდით დადგეს და საჭიროების შემთხვევაში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაშიც ჩაერთოს.
„გადავწყვიტე, ფოთში ეკა ბესელიას გვერდით დავდგე, არჩევნებამდე მის გვერდით ვიქნები და ყველანაირად მხარს დავუჭერ", - განაცხადა ცნობილმა სპორტსმენმა.